გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 1/4-ფინალური სერიის ორი შეხვედრა გაიმართა.
“კლივლენდ კავალიერსმა” შინ “ტორონტოს” 116:105 აჯობა. “კავალიერსი” მატჩის სტარტზევე დაწინაურდა და “ტორონტო” მთელი შეხვედრა მდევრის როლში გახლდათ. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 35 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი შესძინა. კაირი ირვინგს 24 ქულა და 10 პასი ჰქონდა. “ტორონტოში” კაილ ლოური 20 ქულით და 11 პასით გამოირჩა. სერიას “კავალიერსი” 1:0-ს იგებს. მომდევნო შეხვედრა კლივლენდში 4 მაისს, თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება.
ტეხასურ დერბში “სან ანტონიო” შინ “ჰიუსტონთან” 99:126 დამარცხდა. “ჰიუსტონმა” მეტოქეს პირველი ტაიმი 30 ქულით მოუგო. მაქსიმალური სხვაობა მეოთხე პერიოდში დაფიქსირდა - 39 ქულა “ჰიუსტონის” სასარგებლოდ. “სან ანტონიოში” კავაი ლეონარს 21 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა, სხვა ვერცერთი კალათბურთელი ვერ გამოირჩა. “ჰიუსტონმა” გუნდური კალათბურთი ითამაშა, ექვსმა კალათბურთელმა 11 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის 23 ქულით არიზა გამოირჩა. ჰარდენს 20 ქულა და 14 პასი ჰქონდა. სერიაში “ჰიუსტონი” 1:0 დაწინაურდა, მომდევნო შეხვედრა სან ანტონიოში 4 მაისს, თბილისის დროით 05:30 საათზე დაიწყება.
“კლივლენდი” – “ტორონტო” 116:105 (30:18, 32:30, 34:26, 20:31) VIDEO
“სან ანტონიო” – “ჰიუსტონი” 99:126 (23:34, 16:35, 28:27, 32:30) VIDEO