მადრიდის “რეალი” “მალაგას” 1 მილიონ ევროს გადაუხდის. ეს, იმ შემთხვევაში მოხდება თუ “სამეფო კლუბი” ესპანეთის ჩემპიონი გახდება. Mundo Deportivo-ს ცნობით, 2013 წელს ხსენებულ ორ კლუბს შორის ისკოს ტრანსფერის დროს კონტრაქტში ასეთი პუნქტი ჩაიდო: თუ “რეალი” ესპანეთის ჩემპიონი გახდებოდა, “მალაგა” დამატებით მილიონს მიიღებდა.
შეგახსენებთ, “რეალსა” და “ბარსელონას” თანაბარი ქულები აქვთ, თუმცა ზინედინ ზიდანის გუნდს ერთი თამაშით ნაკლების აქვს ჩატარებული. “მალაგა” და “რეალი” კი ჩემპიონატის ბოლო ტურში ხვდებიან ერთმანეთს.