ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველი ათეულში არანაირი გადაადგილება არ მომხდარა. რეიტინგში დიდი პროგრესი რუსმა ჩოგბურთელმა კარენ ხაჩანოვმა განიცადა, რომელმაც 14 ადგილით წინ გადაინაცვლა და 42-ე პოზიციაზეა. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 61-ე პოზიციაზე იმყოფება.
- ენდი მარეი - 11 870 ქულა
- ნოვაკ ჯოკოვიჩი – 8085
- სტანისლას ვავრინკა – 5695
- როჯერ ფედერერი – 5125
- რაფაელ ნადალი – 4735
- მილოშ რაონიჩი – 4165
- კეი ნიშიკორი - 4010
- მარინ ჩილიჩი – 3565
- დომინიკ ტიმი - 3535
- დავიდ გოფინი – 2975
61.ნიკოლოზ ბასილაშვილი - 821