კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა ნიკა კაჭარავამ - ქართველმა ეთნიკოსის „ახნასს“ „ნეა სალამისთან“ გასვლაზე მოაგებინა – 1:0. გოლი კი, მერვე წუთზე გაიტანა, თანაც ლამაზი: ბურთი კარიდან 40 მეტრში მიიღო და იმდენი მოახერხა, რომ მეკარესთან პირისპირ დარჩა, ხოლო გატანა აღარ გასჭირვებია.
ეს გოლი 23 წლის ქართველი ფორვარდისთვის კვიპროსის I დივიზიონში მეთოთხმეტეა. აღსანიშნავია, რომ ბოლოს თავი 12 მარტს გამოეჩინა და კარგია, უგოლო სერია რომ დაასრულა.
„ახნასი“ ცხრილის მეორე ნაწილშია, თუმცა გავარდნა არ ემუქრება, რადგან 33 ტურში 39 ქულა აქვს.