ჩოგბურთი

21:25 | 30.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნადალის მეათე “ბარსელონა”

დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეათედ “ბარსელონას” ტურნირი მოიგო.

რაფამ ფინალში ავსტრიელი დომინიკ ტიმი მარტივად 6:4, 6:1 დაამარცხა. შეხვედრამ საათსა და 5 წუთს გასტანა.

რაფაელმა კარიერაში 71-ე ტიტული მოიპოვა (აქედაგან 51 თიხნარის კორტზე). ერთი კვირის წინ ესპანელმა “მონტე-კარლოს” მასტერსი მეათედ მოიგო, რაფა ერთადერთი ჩოგბურთელია ვინც ერთ ტურნირს ათჯერ დაეუფლა.

რაფამ ამ გამარვებით 465 260 ამერიკული დოლარი მოიპოვა და 500 სარეიტინგო ქულა დაიცვა, იქიდან გამომიდინარე, რომ ნადალმა “ბარსელონას” ტურნირი შარშანაც მოიგო.

0.122236