ფეხბურთი

14:45 | 29.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დეიან ლოვრენმა “წითლებთან” გაახანგრძლივა

ინგლისური “ლივერპულის” 27 წლის მცველმა დეიან ლოვრენმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც “წითლების” ოფიციალური გვერდი წერს, ხორვატმა 2021 წლამდე გაახანგრძლივა კლუბთან თანამშრომლობა.

“ეს არის განსაკუთრებული დღე ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ მთელ მსოფლიოში. ავიხდინე ოცნება”, - თქვა ლოვრენმა.

შეგახსენებთ, რომ დეიან ლოვრენი “ლივერპულში” 2014 წელს “საუთჰემპტონიდან” გადავიდა და დღემდე 105 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა შეძლო. მიმდინარე სეზონში კი 28 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

0.114696