მიუნხენის “ბაიერნმა” 26 წლის ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარას კონტრაქტი 2021 წლამდე გაუხანგრძლივა. ეს ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალური ტვიტერის გვერდმა დაადასტურა.
“მე და ჩემი ოჯახი მიუნხენში თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. ჩემი მიზანია, კლუბთან ერთად წარმატებებს მივაღწიო და მრავალი ტიტული მოვიპოვო”, - თქვა ალკანტარამ.
ამ ფაქტს “ბაიერნის” მმართველი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმინიგეც გამოეხმაურა. “ტიაგო ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია ევროპაში. მოხარული ვარ, რომ ჩვენთან თანამშრომლობა გაახანგრძლივა. ჩვენს გუნდს ის სჭირდება, ვინც ხარისხს აუმჯობესებს. სწორედ ასეთია ალკანტარა”, - თქვა რუმინიგემ.
შეგახსენებთ, რომ თიაგო ალკანტარა “ბაიერნის” შემადგენლობაში 2013 წელს კატალონიის “ბარსელონადან” გადავიდა, ხოლო მიმდინარე სეზონში მას 40 მატჩში 8 გოლი დაუგროვდა.