“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩის შემდეგ Sky Sports-თან განაცხადა, რომ მიუხედავად დაზავებისა, თავისი გუნდის თამაშით მაინც კმაყოფილია.
“ჩვენამდე “მანჩესტერმა” 23 დაუმარცხებელი მატჩი ჩაატარა. ჩვენ ბევრი მომენტი შევქმენით, 2 რეალური საგოლე სიტუაციაც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავიმარჯვეთ, მაინც ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს. ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ, ბოლო თამაშის ჩათვლით”, - თქვა პეპ გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი მწვრთნელი “ქალაქელებს” 2016 წლის ივლისში ჩაუდგა სათავეში და მიმდინარე სეზონში “სიტი” 65 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.