კალათბურთი

14:20 | 27.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია, შერმადინი და ბურჯანაძე ესპანური ლიგის MVP-ის ტიტულისთვის იბრძვიან

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ესპანეთის უმაღლესი ლიგის საუკეთესო კალათურთელის წოდებისთვის იბრძვიან. თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე და გიორგი შერმადინი ესპანეთის MVP-ის ტიტულისთვის მებრძოლ კანდიდატთა სიაში დაასახელეს.

გულშემატკივრებს ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ Facebook-ზე, Twitter-სა და Instagram-ზე ჰეშთეგით #MVPMovistar და ოფიციალურ ვებ-გვერდზე სასურველი კალათბურთელის სახელი და გვარით შეუძლიათ.

ქართველი კალათბურთელების მხარდასაჭერად ყოველდღიურად სამ სოციალურ ქსელში #MVPMovistar Giorgi Shermadini, #MVPMovistar Beqa Burjanadze, #MVPMovistar Tornike Shengelia დაწერაა საჭირო.

ხმის მიცემა გუშინ დაიწყო და 13 მაისს, ღამის 2 საათზე. სოციალური ქსელი იქნება ერთ-ერთი სეგმენტი. საუკეთესოს გულშემატკივართან ერთად მოთამაშეები, მწვრთნელები და ჟურნალისტები გამოავლენენ.

gbf.ge

0.131876