კანადელმა ჩოგბურთელმა ეჟენი ბუშარმა მარია შარაპოვას შესახებ კომენტარი გააკეთა.
“ის მატყუარაა და არც ერთი სპორტი მატყუარების უკან დაბრუნებას არ უნდა უზრუნველყოფდეს. ეს ძალიან უსამართლოა ყველა სხვა პატიოსანი მოთამაშისთვის”- განაცხადა ბუშარმა.
შეგახსენებთ, რომ მარიას აკრძალული პრეპარატის მელდონიუმის მიღება დაუდგინა და 2016 წლის იანვრიდან დისკვალიფიცირებული იყო. ის კორტს გუშინ დაუბრუნდა - შტუტგარტის ტურნირის ხელმძღვანელობამ შარაპოვას “ვაილ ქარდი” მისცა და სწორედ ეს გახდა ბუშარის აღშფოთების მიზეზი.