ფეხბურთი

19:10 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი: "ნორჩი დინამოც" მეოთხედფინალში

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის კიდევ ერთი მატჩი დასრულდა. გორში, "თენგიზ ბურჯანაძეზე" ლიგა3-ის წარმომადგენლები ხვდებოდნენ ერთმანეთს: "ფკ გორი" "ნორჩ დინამოს" მასპინძლობდა. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "ნორჩი დინამო" უკეთესი იყო - 4:3 მოიგო. აღსანიშნავია, რომ "ნორჩი დინამო" 26-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდა, რადგან ზურაბ ძამსაშვილი გააძევეს.

საინტერესოა, რომ მეოთხედფინალში ლიგა3-ის სამმა გუნდმა გააღწია. აი, ეს არის სათასო სპეციფიკა.

დღესვე, 20:00 საათზე ქუთაისში დაიწყება ბოლო მერვედფინალი. თასის მფლობელი "ტორპედო" ჩემპიონ "სამტრედიას" დაუხვდება.

გუშინდელი მატჩები

დილა (გორი) - კოლხეთი (ფოთი) 1:0, გაგრა - ჩიხურა (საჩხერე) 0:2, იმერეთი (ხონი) - სიონი (ბოლნისი) 1:0, რუსთავი - ზუგდიდი 3:2

დღევანდელი მატჩები

სამგურალი (წყალტუბო) - დინამო (თბილისი) 0:2, შევარდენი 1906 (თბილისი) - გურია (ლანჩხუთი) 2:0, ფკ გორი - ნორჩი დინამო (თბილისი) 0:0 (პენალტებში 3:4)

0.105167