ესპანეთის ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა მადრიდის „რეალის“ ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. შესაბამისად, „სამეფო გუნდის“ კაპიტანს მხოლოდ ლა კორუნიის „დეპორტივოსთან“ შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, რომელიც 26 აპრილს გაიმართება.
რამოსმა წითელი ბარათი „ელ კლასიკოში“ ლიონელ მესისთან უხეში თამაშის გამო მიიღო. თავიდან იყო ვარაუდი, რომ ის უფრო მკაცრად დაისჯებოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა იძულებითი დასვენება ერთ ტურში მოუწევს.