ფეხბურთი

11:25 | 25.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მონჩი "რომაში" იმუშავებს

იტალიურ „რომას“ ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს - როგორც „ჯალოროსის“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ამიერიდან ტრანსფერებზე პასუხისმგებელი ესპანელი რამონ როდრიგესი, იგივე მონჩი იქნება. 48 წლის ესპანელმა იტალიურ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„დიდი მადლობა პრეზიდენტ ჯეიმს პალოტას და მთელ სტაფს, რომლებმაც მომცეს შანსი. ერთი სული მაქვს ჩემს სამუშაოს შევუდგე ამ ისტორიულ გუნდში“, - განაცხადა მონჩიმ.

მონჩი ცნობლი საფეხბურთო მოღვაწეა. მან სახელი „სევილიაში“ მუშაობით გაითქვა, სადაც არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი მიიყვანა და წარმატებული ტრანსფერი გაჩარხა. „დალაქები“ ესპანელმა 2 კვირის წინ დატოვა და ახალი სამსახური უმალ იპოვა.

თეგებიმონჩირომა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109185