მიუნხენის “ბაიერნს” “ვოლფსბურგის” ფორვარდის მარიო გომესის გადაბირება სურს, აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, მიუნხენელები გომესის შეძენას ზაფხულში აპირებენ.
მარიო გომესი “ბაიერნის” ღირსებას” 2009-2013 წლებში იცავდა, სადაც 115 შეხვედრა ჩაატარა და 63 გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში გერმანიის ჩემპიონატში გომესმა 29 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.