ფეხბურთი

12:45 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: "რეალი" სხვანაირ მსაჯობას შეეჩვია"

ჟერარ პიკე არ ჩერდება - კატალონიის „ბარსელონას“ მცველის განცხადებით, სერხიო რამოსის გაძევება სამართლიანი იყო და უბრალოდ, „რეალი“ ასეთ მსაჯობას არაა შეჩვეული. ამის შესახებ ესპანელმა მცველმა Marca-ს განუცხადა.

„ის იმსახურებდა გაძევებას, რადგან ორივე ფეხით არღვევდა თამაშის წესს. ფაქტი ისაა, რომ ისინი სხვანაირ მსაჯობას არიან მიჩვეულნი“, - თქვა პიკემ.

„რეალისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა კატალონელებმა 3:2 მოიგეს, ხოლო სერხიო რამოსი მოედნიდან 77-ე წუთზე ლიონელ მესისთან უხეშობის გამო გააძევეს.

0.115128