ფეხბურთი

17:52 | 23.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძემ "მილანს" გაუტანა (+VIDEO)

ლევან მჭედლიძე დაბრუნდა - ქართველმა ფორვარდმა ორთვიანი იძულებითი უქმობისა და შესაბამისად, უგულო სერიის შემდეგ გატანა შეძლო. იტალიის სერია A-ს XXXIII ტურის მატჩში, ამ წუთებში "მილანის" კარი დალაშქრა.

შეხვედრის მე-40 წუთზე კი, სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს და ქართველმა ფორვარდმა ყველას დაასწრო. ბრწყინვალეად ითამაშა, კრისტიან ძაპატას პოზიცია მოუგო, დაასწრო კიდეც, ძლიერად დაარტყა - ახლო მანძილიდან თავით დარტყმულს კი, "როსონერის" მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა ვერ გაუმკლავდა - 0:1.

ეს ლევანისთვის მიმდინარე სეზონში მეექვსე გოლია და "ემპოლის" საუკეთესო ბომბარდირია. აქვე გეტყვით, რომ 2015 წელს, "სან სიროზე" მჭედლიძეს "ინტერის" კარში დუბლი აქვს შესრულებული.

თუმცა, სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელისთვის შეხვედრა მაინც უიღბლოდ დასრულდა - 52-ე წუთზე დავიდე კალაბრიასთან შეჯახებისას დაშავდა და მოედანი ნაადრევად, საკაცით დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, დაზიანების სიმძიმე...

უშუალოდ მატჩი კი, "ემპოლიმ" 2:1 მოიგო და მოპოვებულ სამი ქულით მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. 33 ტურის შემდეგ ტოსკანელებმა 29 ქულა დააგროვეს და გასავარდნ ზონას 5 ქულით მოშორდნენ.

0.116792