ფეხბურთი

17:32 | 23.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დვალი - ცხადაძე 3:3

ყაზახეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურში "ირტიში" კახა ცხადაძის გაწვრთნილ "ქაირათს" მასპინძლობდა და მატჩი 3:3 დასრულდა. "ირტიშში" კვლავ შეუცვლელად ითამაშა ლაშაA დვალმა,რომელიც პოლონური "შლიონსკიდან" გაანათხოვრეს ყაზახურ გუნდში.

აღსანიშნავია, რომ ცხადაძის გუნდი 1:3 აგებდა და თან, ათი კაცით დარჩა, მაგრამ მაინც მოახერხა ორი გოლის გატანა. "ქაირათი" მეოთხე ადგილზეა: სამი მოგება და ექვსი ფრე აქვს, თამაში კი არ წაუგია. დვალის "ირტიში" მეორე პოზიციაზეა.

ყაზახეთშვე, ოთარ მარცვალაძისა და გოგიტა გოგუას "ორდაბასიმ" შინ 1:2 წააგო "ტობოლთან" და მეხუთეზეა. მარცვალაძე სასტარტოში იყო და 65 წუთი ითამაშა, გოგუა კი 88-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.133097