სხვა

14:51 | 23.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხურციძე მსოფლიო ჩემპიონია, სონდერსი იმუქრება

WBO-ს ვერსიით საშუალო წონით კატეგორიაში ავთანდილ ხურციძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ქართველმა პროფესიონალმა მოკრივემ ტომი ლანგფორდი მეხუთე რაუნდში ნოკაუტში(VIDEO) ჩააგდო და ტიტულს დაეუფლა. ინგლისელ სპორტსმენს აქამდე 18 შეხვედრა ჰქონდა მოგებული და ხურციძესთან ვერაფერს გახდა.

37 წლის ქართველმა ლესტერში გამართულ შეხვედრაში დროებითი ტიტული დაისაკუთრა და ამ გამარჯვებით მსოფლიოს ჩემპიონის ბილი ჯო სონდერსის გამოწვევა მიიღო. პრომოუტერმა ფრენკ უორენმა კი განაცხადა, რომ ხურციძეს და ინგლისელს შორის ბრძოლა შესაძლოა ლონდონში 8 ივლისს გაიმართოს.

BT Sport-თან საუბრისას კი სონდერსმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა: "გაჩვენებთ ვინაა ხურციძე, როდესაც მას შევხვდები. თუ მას ვერ დავამარცხებ, დიდი ბრძოლების დავიწყება მომიწევს."

ბილი ჯო სონდერსი დღემდე დაუმარცხებლად ასპარეზობს. ინგლისელმა 24 შეხვედრა გამართა და აქედან 12 ნოკაუტით მოიგო.

0.144046