ესპანეთის ლა ლიგის XXXIII ტურში მთავარი მატჩი მადრიდში შედგება, სადაც „ელ კლასიკო“ გაიმართება. „რეალისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებას ახლა საჩემპიონო ინტრიგაც ახლავს თან - „სამეფო კლუბი“ მეტოქეს სამი ქულით უსწრებს და შესაბამისად, ფეხის დაცდენის უფლება არცერთს აქვს.
თამაშის წინ, ლუის ენრიკემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი მადრიდში ერთი მიზნით ჩადის: გამარჯვების მოსაპოვებლად.
„ჩვენთვის ერთადერთი შედეგი იქნება მისაღები - გამარჯვება. ვიცით, რომ 33-ე ტურია და შესაბამისად, შესაძლოა, ეს თამაში გადამწყვეტიც იყოც. ბოლო წლების განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამარჯვება შეგვიძლია და ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმულია.
ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ შეუძლია „ბარსელონას“ ითამაშოს მაღალ დონეზე მადრიდში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. კარგად ვიცით, რომ „ელ კლასიკო“ ამჯერად ფინალის ტოლფასია და ბევრ რამეს გადაწყვეტს“, - თქვა ლუის ენრიკემ.
„რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 23 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.