ფეხბურთი

18:48 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოლაშინაცმა "არსენალი" აირჩია

გელზენკირხენის „შალკეს“ მარცხენა მცველი სენად კოლაშინაცი ახალი სეზონიდან ლონდონის „არსენალში“ ითამაშებს. ინგლისური მედიის ინფორმაციით, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და 23 წლის ფეხბურთელმა „მეთოფეთა“ რიგებში სამედიცინო შემოწმება ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გაიარა, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია არსენ ვენგერმა მაშინ უარყო.

ახლა კი, როგორც ირკვევა, კოლაშინაცი და „არსენალი“ ყოველ დეტალზე და მათ შორის, პირად კონტრაქტზეც არიან შეთანხმებულნი. აღსანიშნავია, რომ ბოსნიელის მიმართ ინტერესს „ჩელსი“, „ევერტონი“, „სიტი“ და „იუვენტუსი“ იჩენდნენ, მაგრამ თავად ფეხბურთელმა „არსენალში“ გადაბარგება არჩია.

მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის ეგიდით კოლაშინაცმა 21 მატჩი ჩაატარა და 3 გოლთან ერთად 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

0.113438