ფეხბურთი

17:00 | 21.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” დუგლას კოშტათი დაინტერესდა

“ტოტენჰემი” “ბაიერნის” 26 წლის ნახევარმცველით, ბრაზილიელი დუგლას კოშტათი დაინტერესდა, აღნიშნულ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო კოშტას გადაბირებას ზაფხულში გეგმავს. “ბაიერნი” ბრაზილიელს 30 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კოშტა “ბაიერნში” თამაშით კმაყოფილი არაა. მიმდინარე სეზონში მან ბუნდესლიგაში 21 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115512