ნიკოლოზ ცქიტიშვილი ბაჰრეინის ჩემპიონია. მისმა გუნდმა „მანამამ“ ქვეყნის ჩემპიონატის ფინალური სერიის მე-3 მატჩი დაძაბულ ბრძოლაში მოუგო „ალ მუარაქს“ და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
„მანამას“ ჩემპიონობა დიდად განაპირობა ქართველი ფორვარდის თამაშმა. ცქიტიშვილმა საჩემპიონო მატჩში საუკეთესო შედეგი აჩვენა - 23 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა და მანამელთა გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდო. ბოლო პერიოდის წინ ქართველი ფორვარდის გუნდი 9 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა გადამწყვეტი მეოთხედი 29:18 მოიგო და საბოლოოდ 2 ქულით - 81:79 გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ ცქიტიშვილი ასევე არის ლიბანისა და ირანის ჩემპიონი. 2002 წელს ნბა-ს დრაფტზე მე-5 ნომრად აყვანილი და ამერიკის პროფესიულ ლიგაში 6 წლის განმავლობაში ნათამაშები ცქიტიშვილი ბოლო წლებია აზიის ქვეყნებში წარმატებით ასპარეზობს. ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა ნიკას ნათამაშები აქვს იაპონიასა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.
gbf.ge