კალათბურთი

12:53 | 20.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ა-ლიგის გამარჯვებული შესაძლოა დღეს გაირკვეს

დასასრულს მიუახლოვდა კალათბურთში ვაჟთა შორის ა-ლიგის ტურნირი, რომლის ბოლოსწინა მე-14 ტურის მატჩები დღეს ჩატარდება.

გამორჩეულ ინტერესს იწვევს მატჩი ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ ,,დელტას’’ მონაწილეობით, რომელიც უმოტივაციოდ დარჩენილ ,,ტიტებს’’ სტუმრად ეთამაშება. თუ გავითვალისწინებთ, რომ სუპერლიგის ერადერთი საგზურის მოსაპოვებლად ,,დელტას’’ დარჩენილი ორი შეხვედრიდან ერთის მოგებაც ჰყოფნის, ა-ლიგის გამარჯვებული გუნდის ვინაობა შეიძლება დღესვე, ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაირკვეს.

,,ტიტები’’- ,,დელტას’’ შეხვედრა 14.00 საათიდან თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლექსო ლაფანაშვილმა worldsport.ge-სთან საუბარში განაცხადა: ,,მართალია, დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ დაგვიბრუნდა ლევან ელიაძე, მაგრამ არც ამჯერად გვეყოლება ამერიკელი ცენტრალური თავდამსხმელი კელვინ დოუნსი, რომელსაც კოჭის ტრავმა აწუხებს. მეორე ცენტრალურმა თავდამსხმელმა ლარონ გრიფინმა კი ფეხი მოიტეხა და მიმდინარე სეზონი ნაადრევად დაასრულა’’.

0.128546