კალათბურთი

12:18 | 20.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ოკლაჰომას” უესტბრუკის 51-მა ქულამ ვერ უშველა (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის სამი შეხვედრა გაიმართა.

“ჰიუსტონმა” შინ “ოკლაჰომა” 115:111 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა. მიუხედავად იმისა, რომ რასელ უესტბრუკმა 51 ქულა (11-დან ორი სამქულიანი, 32-დან 16 ორქულიანი და 18-დან 15 საჯარიმო სროლა) ჩააგდო და თან სამმაგი დუბლი შეასრულა (13 პასი 10 მოხსნა), "ოკლაჰომას" გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. რასელს ასევე 4 ჩაჭრა და ერთი ბლოკ-შოტი ჰქონდა, რაც ფენომენალური შედეგია. მთელი პირველი სამი პერიოდის განმავლობაში “ოკლაჰომა” ანგარიშით სულ წინ იყო, მეოთხე მეოთხედში ტეხასელები დაწინაურდნენ. გადამწყვეტი იყო რამდენიმეწუთიანი მონაკვეთი, 104:104 იყო ანგარიში, რა დროსაც “ჰიუსტონმა ზედიზედ 10 ქულა ჩააგდო ისე რომ თავის კალათში არც ერთი არ მიუღია. “ჰიუსტონში” 35 ქულით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა.

“ვაშინგტონმა” საკუთარ დარბაზში “ატლანტა” 109:101 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც დედაქალაქელებმა 35:23 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 32 ქულა “ვაშინგტონის” ლიდერის ჯონ უოლის ანგარიშზეა. “ატლანტაში” 27 ქულით და 10 მოხსნით პოლ მილსაპი გამოირჩა.

“ვაშინგტონი” – “ატლანტა” 109:101 (23:24, 28:19, 23:35, 35:23) VIDEO

“ჰიუსტონი” – “ოკლაჰომა” 115:111 (26:35, 36:33, 24:21, 29:22) VIDEO

“გოლდენ სტეიტი” – “პორტლენდი” 110:81 (33:17, 22:29, 28:12, 27:23) VIDEO

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112977