მადრიდის „რეალისა“ და კატალონიის „ბარსელონას“ მცველები, სერხიო რამოსი და ჟერარ პიკე ისევ პოლემიკაში არიან. „რეალი“ – „ბაიერნის“ მატჩის შემდგომი ფონი ისე როგორ ჩაივლიდა, პიკეს „სამეფო კლუბზე“ კბილი არ გაეკრა და აღნიშნა, რომ მადრიდელების მხარეს ტრადიციულად მსაჯები არიან.
სერხიო რამოსმა კი, ჟერარს წარსული გაახსენა: „ფირი უკან გადაახვოს და ნახოს მათი თამაში პსჟ-სთან და შემდეგ ვნახავთ, როგორ იფიქრებს“, - განათავსა განცხადება სოციალურ ქსელში სერხიომ.
რამოსმა კომენტარი არტურო ვიდალზეც გააკეთა, რომელიც გაძევების შემდეგ გაიძახდა: „ქურდები, ქურდები“: „ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ არ ვიცი, რომელ ქურდებზე საუბრობდა“, - დასძინა რამოსმა.
შეგახსენებთ, „რეალმა“ „ბაიერნი“ დამატებით დროში 4:2 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.