ფეხბურთი

18:54 | 19.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია "დანდის" თავკაცად განიხილებოდა

შოტლანდიური და კვიპროსული საიტების ცნობით, "დანდის" ხელმძღვანელობა თემურ ქეცბაიას კანდიდატურასაც განიხილავდა მთავარი მწვრთნელის პოსტზე. საბოლოოდ, არჩევანი 42 წლის ნილ მაკანზე შეჩერდა.

გეცოდინებათ, ქეცბაია "დანდიში" თამაშობდა 2001-2002 წლებში. ეს კლუბი შოტლანდიის უმაღლეს ლიგაშია, ოღონდ საუკეთესო ექვსეულში ვერ მოხვდა და ლიგაში დასარჩენად იბრძოლებს.

0.127829