კალათბურთი

16:56 | 19.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილს ფინალში გასვლა გადაედო

აკაკი დვალიშვილის „ნოვოსიბირსკს“ მცირედი დააკლდა, რომ რუსეთის სუპერლიგის ფინალში გასულიყო. ციმბირულმა გუნდმა ნახევარფინალური სერიის მე-4 მატჩი სტუმრად 59:60 წააგო „ირკუტსკთან“, თუმცა ფინალში გასვლის რეალური შანსი მაინც დარჩა.

ირკუტსკელებმა ამ მოგებით სერიაში ანგარიში გაათანაბრეს - 2:2. გადამწყვეტი შეხვედრა კი ნოვოსიბირსკშია 19 აპრილს დანიშნული. ქართველმა ფორვარდმა სერიის მე-4 შეხვედრაში 2:04 წუთი ითამაშა. ამ მცირე დროში დვალიშვილმა 1 მოხსნა მიითვალა და ერთხელაც დაჯარიმდა.

„ნოვოსიბირსკი“ ფინალში გასვლის შემთხვევაში ჩემპიონობისთვის „უნივერსიტეტ-იუგრას“ შეხვდება.

gbf.ge

0.118514