ჩოგბურთი

14:08 | 19.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი მონტე-კარლოში წინ მიიწევს

მონტე-კარლოს მასტერსის პირველ წრეში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფრანგი ჟილ სიმონი 6:3, 3:6, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა.

გადამწყვეტ მესამე სეტში სიმონი 5:4-ს ბრეიკით იგებდა და მატჩზე აწვდიდა, მაგრამ ნოვაკმა უკუბრეიკი შეასრულა, 6:5-ზე სერბმა ბრეიკი გააკეთა და მძიმე ბრძოლაში 1/8-ფინალში გავიდა, სადაც ხაჩანოვი - კარენო-ბუსტას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მონტე-კარლოს მასტერსის საპრიზო ფონდი 4.3 მილიონ ევროს შეადგენს.

0.122244