ფეხბურთი

23:05 | 18.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" მუსაკიოს დაიმატებს

"ვილიარეალის" არგენტინელი ფეხბურთელი მატეო მუსაკიო კარიერას "მილანში" გააგრძელებს. როგორც Sky Italia იუწყება, იტალიური კლუბი ესპანური გუნდის ხელმძღვანელობას ტრანსფერის შესახებ უკვე შეუთანხმდა. "როსონერი" 26 წლის მცველის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაიხდის.

სამხრეთამერიკელი "ვილიარეალში" 2009 წელს "რივერ პლეიტიდან" გადავიდა. ერთ წელიწადში მცველი სარეზერვოდან მთავარ გუნდში გადაიყვანეს. მას შემდეგ ფეხბურთელმა 246 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.112521