საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე-კარლოს მასტერსში ძირითადი ბადიდან ჩაერთო. ნიკას პირველი მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი გახლდათ. ბასილაშვილი 6:1, 3:6, 5:7 დამარცხდა. შეხვედრა 2 საათსა და რვა წუთს გაგრძელდა.
ნიკამ პირველ სეტში წარმოუდგენლად კარგად ითამაშა და 6:1 მოიგო. მეორე პარტია ქართველმა ჩოგბურთელმა თავიდანვე დათმო, აი მესამე გადამწყვეტ სეტში ბასილაშვილი ბრეიკით 3:2 დაწინაურდა და მოგების რეალური შანსიც გაჩნდა, თუმცა ესპანელმა უკუბრეიკის გაკეთება მოახერხა, 6:5-ზე ბაუტისტა-აგუტის სასაგებლოდ ნიკამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ შეხვედრა დათმო.
მონტე-კარლოს მასტერსის საპრიზო ფონდი 4.3 მილიონი ევროა.