გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის ოთხი შეხვედრა გაიმართა.
“კლიპერსი” საკუთარ დარბაზში “იუტას” დაუპირისპირდა 95:95-ზე მატჩის ბოლო წამზე საფინალო სირენასთან ერთად “იუტას” ერთ-ერთმა ლიდერმა ჯო ჯონსონმა ორქულიანი ჩააგდო და “ჯაზმენები” სერიაში დააწინაურა 1:0. მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა ბლეიკ გრიფინის ანგარიშზეა. “იუტაში” ჯო ჯონსონი 21 ქულით გამოირჩა.
“კლივლენდი” სერიის პირველ შეხვედრაში შინ “ინდიანას” დაუპირისპირდა და 109:108 დაამარცხა. ინდიანაპოლისელებს ბოლო წამზე შეეძლოთ შეხვედრის მოგება, მაგრამ მაილსის ორქულიანმა მიზანს ვერ მიაღწია. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც გუნდს 32 ქულა, 13 პასი, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა შესძინა. “ინდიანაში” 29 ქულით პოლ ჯორჯი გამოირჩა. სერიას “კლივლენდი” 1:0-ს იგებს, მომდევნო შეხვედრა კლილვენდში 18 აპრილს თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება.
“სან ანტონიომ” შინ “მემფისი” 111:82 გაანადგურა. “დათვებმა” პირველი პერიოდი ხუთი ქულით მოიგეს, დანარჩენ სამ პერიოდში ტეხასელები დომინირებდნენ. მატჩში ყველაზე მეტი 32-32 ქულა კავაი ლეონარდი და მარკ გასოლი ანგარიშზეა. სერიის მეორე შეხვედრა ტეხასში 18 აპრილს თბილისის დროით 05:30 საათზე დაიწყება.
“კლივლენდი” – “ინდიანა” 109:108 (34:29, 32:30, 26:25, 17:24)(VIDEO)
“ტორონტო” – “მილოუკი” 83:97 (22:30, 29:16, 19:29, 13:22)(VIDEO)
“სან ანტონიო” – “მემფისი” 111:82 (25:30, 27:19, 32:15, 27:18)(VIDEO)
“კლიპერსი” – “იუტა” 95:97 (24:22, 28:30, 18:22, 25:23)(VIDEO)