იტალიის ნაკრების ექსფეხბურთელი პაბლო დანიელ ოსვალდო წარსულს იხსენებს და სკანდალურ განცხადებას აკეთებს. არგენტინული წარმომავლობის თავდამსხმელის განცხადებით, იტალიის ნაკრებში ყოფნისას, გასახდელში მთვარ მწვრთნელთან და კაპიტანთან ერთად სიგარეტს ეწეოდა.
"იტალიის ნაკრების გასახდელში სიგარეტს ჯიჯი ბუფონთან და ჩეზარე პრანდელისთან ერთად ვეწეოდი", - უთხრა ოსვალდომ Fox Sports Radio-ს.
პაბლო ოსვალდო იტალიის ნაკრების რიგებში 2010-2014 წლებში თამაშობდა და სწორედ ამ პერიოდში ხელმძღვანელობდა "სკუადრა აძურას" პრანდელი.
ამჟამად 31 წლის ოსვალდო ფეხბურთს აღარ თამაშობს და არგენტინაში ერთ-ერთი როკ-ჯგუფის მუსიკოსია. ოსვალდომ კარიერა 2016 წელს "ბოკა ხუნიორსში" დაასრულა, ხოლო მანამდე სხვადასხვა პერიოდში "ურაკანის", "ატალანტას", "ლეჩეს", "ფიორენტინას", "ესპანიოლის", "რომას", "საუთჰემპტონის", "იუვენტუსის", "ინტერისა" და "პორტუს" რიგებში თამაშობდა.