“ინტერი” მზადაა, “მონაკოს” 18 წლის შემტევ კილიან მბაპეში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს. აღნიშნულ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.
ამ ცნობის თანახმად, მილანურმა კლუბმა “მონაკოსთან” მბაპეს გადაბირებაზე მოლაპარაკება უკვე დაიწყო. ნორჩი ფეხბურთელის შეძენა პსჟ-ს და “მანჩესტერსაც” სურთ.
მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, მბაპემ 34 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 21 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.