ყაზახეთის ჩემპიონატში "ორდაბასიმ" 1:0 მოუგო ლიდერ "კაისარს" და ერთადერთი გოლი ქართველმა თავდამსხმელმა ოთარ მარცვალაძემ გაიტანა. გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გავიდა. მარცვალაძე 70-ე წუთზე შეცვალეს.
ეს ოთარის პირველი გოლია მიმდინარე სეზონში, მისი გუნდი კი მეორე პოზიციაზეა: ტური ჯერ არ დასრულებულა.
"ორდაბასშია" გოგიტა გოგუაც, თუმცა ის განაცხადში არ ყოფილა.