“მილოუკი ბაქსის” ბერძენი კალათბურთელი იანის ანტეტოკუნმპო 2016/17 წლების სეზონში გუნდის საუკეთესო მოთამაშე გახდა. იანისმა ხუთივე კონპონენტში გუნდის სხვა კალათბურთელებთან შედარებით საუკეთესო შედეგი აჩვენა. ანტეტოკუნმპო საშუალოდ ერთ მატჩში 23.1 ქულას, 8.6 მოხსნას, 5.4 გადაცემას, 1,9 ბლოკ-შოტს და 1.7 ჩაჭრას აკეთებდა.
ანტეტოკუნმპო ნბა-ს ისტორიაში მეხუთე კალათბურთელი გახდა, ვისაც სეზონის ბოლოს თავის გუნდში ხუთივე კომპონენტში საუეთესო შედეგი ჰქონდა.