ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩი “ბარსელონასთან” დაუვიწყარი გამოდგა ჯორჯო კიელინისთვის. თითქმის 3 წლის შემდგომ ეს იყო პირველი მშვიდობიანი შეხვედრა “ბებერი ქალბატონის” მცველსა და ლუის სუარესს შორის.
ეს იყო შუღლის დასასრული, რადგან მეორე ტაიმის დასაწყისში იტალიელი და ურუგვაელი ერთმანეთს გადაეხვივნენ. ამ გულთბილი ჟესტიდან რამდენიმე წუთში კი ჯორჯომ “ბარსელონას” ლამაზი თავურით გოლი გაუტანა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 24 ივნისს იტალია ურუგვაის დაპირისპირებისას ლუის სუარესმა კიელინის უკბინა, რის გამოც 30 წლის ურუგვაელი 4 თვე დისკვალიფიცირებული გახლდათ.
“ბარსელონასთან” გატანილი გოლის ჩათვლით, იტალიელ მცველს ჩემპიონთა ლიგაზე 3 გოლი დაუგროვდა. პირველი 2008 წელს გაუტანა სლოვაკურ “პეტრჟალკას”, ხოლო მეორე - 2009 წელს ჰაიფას “მაკაბის”.