კალათბურთი

21:16 | 11.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში უესტბრუკი და ჯორჯი აღიარეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “ოკლაჰომას” ლიდერი რასელ უესტბრუკი და აღმოსავლეთში “ინდიანას” კალათბურთელი პოლ ჯორი აღიარეს.

გასულ კვირას “ოკლჰომამ” სამი შეხვედრა მოიგო და ერთი წააგო. რასელი საშუალოდ ერთ მატჩში 32.5 ქულას, 12.5 მოხსნას და 10.3 პასს აკეთებდა. 9 აპრილს რასელ უესტბრუმა მიმდინარე სეზონში 42-ე სამმაგი დუბლი შეასრულა, რაც ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

“ინდიანამ” სამივე შეხვედრა მოიგო. პოლ ჯორჯი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 31.7 ქულას და 9 მოხსნას აგროვებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112223