რუსეთის საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალურ სერიაში, რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა ,,ნოვოსიბირსკმა’’, სადაც ქართველი კალათბურთელი აკაკი დვალიშვილი თამაშობს, „ირკუტსკის“ წინააღმდეგ მეორე შეხვედრა ჩაატარა.
ამ გუნდების პირველი მატჩი ,,ირკუტსკის’’ გამარჯვებით დასრულდა. ,,ნოვოსიბირსკმა’’ ამჯერად დიდი ანგარიშით 84:64 სძლია მეტოქეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1. დვალიშვილმა თანაგუნდელებს 7 ქულა, 2 მოხსნა და ერთი ჩაჭრა შესძინა. მომდევნო ორ შეხვედრას 16 და 17 აპრილს ირკუტსკი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერია სამ მოგებამდე გრძელდება.