ლა ლიგის 31-ე ტურის დასკვნითი შეხვედრა “ანოეტაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “სოსიედადი” გადარჩენისთვის მებრძოლ “ხიხონს” დაუხვდა და 3 ქულა იოლად მოიპოვა.
მასპინძლები მთელი მატჩის განმალობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და პირველივე ნახევარში ორბურთიანი ჰანდიკაპით დაწინაურდნენ. ბასკები ძალიან მალე, მე-3 წუთზე ვილიან ჟოზემ თავური დარტყმით დააწინაურა, ხოლო 27-ე წუთზე ხუანმიმ ხაბი პრიეტოს მშვენიერი გადაცემა შეირგო და კუელარის კარი მეორედ შეარხია.
მეორე ნახევარში გუნდებმა გოლები გაცვალეს: 77-ე წუთზე იური ბერჩიჩიმ სხვაობა გამანადგურებელი გახადა, ხოლო 87-ე წუთზე ბორხა ვიგუერას დარტყმას ელდერსონმა შეუცვალა მიმართულება და პრესტიჟის ბურთი შეაგდო – 3:1.
“სოსიედადმა” 52 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილი დაიბრუნა, ხოლო “ხიხონი” 22 ქულით მე-18 საფეხურს იკავებს და მის წინ მყოფ “ლეგანესს” 5 ქულით ჩამორჩება.
სოსიედადი – ხიხონი 3:1 (2:0)
სან-სებასტიანი, “ანოეტა”
სოსიედადი (4-3-3): რული, რ.ნავასი, ი.მარტინესი, ზალდუა (ელუსტონდო 74), ბერჩიჩი, ზურუტუზა, ილარამენდი, პრიეტო, ველა (კანალესი 81), ხუანმი, ვილიან ჟოზე (ოიარზაბალი 68).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი
ხიხონი (4-3-3): კუელარი, მერე, ამორობიეტა, ელდერსონი, კასტელიანო, ხ.ტორესი (პ.ფერნანდესი 78), ვესგა, ს.ალვარესი, ვ.როდრიგესი (კარმონა 63), ბურგუი, კ.კასტრო (ვიგუერა 59).
მწვრთნელი: რუბი
გოლები: 1:0 ვილიან ჟოზე (3), 2:0 ხუანმი (27), 3:0 ბერჩიჩი (77), 3:1 ელდერსონი (87)
გაფრთხილებები: ხუანმი – ს.ალვარესი, ვესგა, ხ.ტორესი, ამორობიეტა, ბურგუი
მსაჯი: გონსალეს გონსალესი