ლონდონის “არსენალის” ლეგენდარული ფეხბურთელი ტონი ადამსი “გრანადას” გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია ანდალუსიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
“გრანადას” ხელმძღვანელობამ კლუბის აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს ლუკას ალკარაზს “ვალენსიასთან” საშინაო მარცხი (1:3) აღარ აპატია და კარისკენ მიუთითა, ხოლო ადამსს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაუფორმა.
50 წლის ადამსს განსაკუთრებული სამწვრთნელო კარიერა ნამდვილად არ აქვს. 2003-2004 წლებში “უიკომბს” წვრთნიდა, 2008-2009 წლებში “პორტსმუთს”, ხოლო ბოლოს 2010-2011 წლებში აზერბაიჯანულ “გაბალას” ედგა სათავეში.
შეგახსენებთ, რომ “გრანადა” 31 ტურის შემდეგ ლა ლიგაში 20 ქულით მე-19 ადგილზეა და მე-17 საფეხურზე მყოფ “ლეგანესს” 7 ქულით ჩამორჩება.