ლა ლიგის 31-ე ტურის მესამე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. “ვალენსია” გასვლაზე დარჩენისთვის მებრძოლ “გრანადას” დაუპირისპირდა და 3 ქულა იოლად მოიპოვა.
“ღამურებმა” ზედიზედ მესამედ იმარჯვეს, თუმცა ვოროს გუნდმა ძალიან გვიან გამოიღვიძა, მხოლოდ მე-12 ადგილზეა და მაქსიმუმ ორი საფეხურით წინ თუ აიწევს.
“ლოს ჩემ” თავიდანვე სერიოზული უპირატესობა მოიპოვა და ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყვიტა. ანგარიში მე-19 წუთზე ჩინებული თავური დარტყმით სიმონე ძაძამ გახსნა, ხოლო ორ წუთში სანტი მინას ჩაწოდებულს გამოეხმაურა და ცარიელ კარში შეაგდო.
მეორე ნახევარში მინამ უკვე გოლი გაიტანა: მან 55-ე წუთზე კარლოს სოლერის კარგი თამაში დააფასა და გილერმო ოჩოა მესამედ დაამწუხრა. ანდალუსიელებმა პრესტიჟის გოლი ათ წუთში შეაგდეს: დიეგო ალვეშს ბურთის ატანისას ფეხი დაუცდა და ბურთი პონსეს მიუვიდა, რომელიც ელიაკიმ მანგალას გაუსწორდა და ალვეშს შორეულ კუთხეში გაუტანა. დარჩენილ დროში “ღამურებს” კიდევ რამდენჯერმე შეეძლოთ გატანამ, მაგრამ ოჩოას დიდებულმა თამაშმა მასპინძლები გამანადგურებელი მარცხისგან იხსნა – 1:3.
“ლას პალმასი” “გრან კანარიაზე” “ბეტისს” დაუხვდა და დიდი ანგარიშით იმარჯვა. მასპინძლები 4:0-ს იგებდნენ, ხოლო 88-ე წუთზე ნავარომ პრესტიჟის ბურთი შეაგდო.
ზედიზედ მეორე მატჩი და მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო თამაში მოიგო ბოლო ადგილოსანმა “ოსასუნამ”, რომელმაც სერხიო ლეონის დუბლით შინ “ლეგანესს” აჯობა. მიუხედავად ამისა, ნავარელების მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მე-17 ადგილოსან “ლეგანესს” 10 ქულით ჩამორჩება.
“ეიბარმა” კი გასვლაზე კიკეს და პედრო ლეონის გოლებით “სელტა” დაამარცხა და ევროპა ლიგის ზონაში შევიდა.
გრანადა – ვალენსია 1:3 (0:2)
გრანადა, “ლოს კარმენესი”
გრანადა (4-2-3-1): ოჩოა, ინგასონი (ბოგა 33), საუნიე, ფოლქიერი, ესტუპინანი, აგბო (სამპერი 63), ვაკასო, ა.პერეირა, ლიტრი, კარსელა-გონსალესი, კრავეტსი (პონსე 46).
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, მანგალა, აბდენური, მონტოია, ლატორე, მედრანი, პარეხო, კანსელო (ელ ჰადადი 66), სოლერი, მინა (სიკეირა 88), ძაძა (ორელიანა 74).
მწვრთნელი: ვორო
გოლები: 0:1, 0:2 ძაძა (19; 21), 0:3 მინა (55), 1:3 პონსე (65)
გაფრთხილებები: აგბო, ვაკასო – სოლერი, მონტოია
მსაჯი: ვიკანდი გარიდო
სელტა – ეიბარი 0:2 (0:1)
ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”
სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, ფონტასი, ს.გომესი, პლანასი, რონკალია, პ.ერნანდესი (რადოია 56), ჩეიკი, სენე (ასპასი 67), ხოზაბედი, სისტო, როსი (ბივუ 35).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
ეიბარი (4-4-2): იოელი, გალვესი, რამისი, ლუნა, კაპა, რივერა, დ.გარსია, ბებე (ადრიანი 75), პ.ლეონი (პენია 71), ენრიჩი, კიკე (ხუნსა 85).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
გოლები: 0:1 კიკე (13), 0:2 პ.ლეონი (51)
გაფრთხილებები: ხოზაბედი – ენრიჩი, კაპა, რამისი
მსაჯი: მუნუერა მონტერო
ოსასუნა – ლეგანესი 2:1 (1:1)
პამპლონა, “ესტადიო ელ სადარი”
ოსასუნა (4-4-2): სირიგუ, ოიერი, დ.გარსია, ფუენტესი, რედრადო, მერიდა, ფაუსტო (კაუსიჩი 62), რივიერი (ბერენგერი 46), ოლავიდე (რ.ტორესი 72), კოდრო, ს.ლეონი.
მწვრთნელი: პეტარ ვასილიევიჩი
ლეგანესი (4-2-3-1): ერერინი, სიოვასი, მანტოვანი, ტიტო, დ.რიკო (ელ ჟარი 76), რ.პერესი, მორანი, გაბრიელი, სამუელი, შიმანოვსკი (მაჩისი 68), გერერო (ლუსიანო 66).
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო
გოლები: 0:1 სიოვასი (16), 1:1, 2:1 ს.ლეონი (36 პენ; 71)
გაფრთხილებები: ფაუსტო, ოლავიდე, კაუსიჩი – დ.რიკო, გაბრიელი, ტიტო, მორანი
მსაჯი: დანიელ ოკონ არაისი
ლას პალმასი – ბეტისი 4:1 (1:0)
ლას პალმასი, “გრან კანარია”
ლას პალმასი (4-2-3-1): რაული, ბიგასი (დ.გარსია 75), ლემოსი, მაჩედო, კასტელიანო, ვ.გომესი, მესა, ბოატენგი (ლივაია 77), ტანაუსუ, ვიერა (მ.ე. გარსია 68), ხესე.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი
ბეტისი (5-3-2): ადანი, ტოსკა, პაცელა, მანდი, რ.ნავარო, ა.მარტინესი, პეტროსი (ხოაკინი 54), პარდო (მარტინი 62), სებალიოსი, ალეგრია (სანაბრია 70), რ.კასტრო.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი
გოლები: 1:0 ვ.გომესი (44), 2:0 ბოატენგი (49), 3:0 ვიერა (62), 4:0 ხესე (83 პენ.), 4:1 რ.ნავარო (88)
გაფრთხილებები: ბოატენგი, ლემოსი, ვ.გომესი – ტოსკა, მანდი, პაცელა, რ.ნავარო
მსაჯი: მარტინეს სანჩესი