ფეხბურთი

12:50 | 10.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰუმელსს შესაძლოა "რეალი" გაუცდეს

მიუნხენის „ბაიერნი“ შესაძლოა, მადრიდის „რეალთან“ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით შეხვდეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მატჩში დაზიანება მიიღო მატს ჰუმელსმა და არაა გამორიცხული გერმანელ მცველს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩი გაუცდეს.

ჰუმელსს დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდება და ამის შემდგომ გახდება ზუსტი პასუხი ცნობილი, შეძლებს თუ არა, თამაშს.

თუ მატსმა გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, კარლო ანჩელოტი მის ნაცვლად „სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ესპანელ ხავი მარტინესს გაამწესებს.

შეგახსენებთ, „ბაიერნისა“ და „რეალის“ მატჩი 12 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110181