გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შეხვედრა გაიმართა.
“პორტლენდმა” შინ “იუტა” 101:86 დაამარცხა. მატჩში ყველაზე მეტი 59 ქულა პორტლენდელთა ლიდერმა დემიენ ლილარდმა ჩააგდო. ლილარმა კლუბის რეკორდი დაამყარა, აქამდე “პორტლენდის” მაისურით ყველაზე მეტი 54 ქულა დეიმონ სტაუდმაიერს ჰქონდა ჩაგდებული. ლილარდმა 14-დან ცხრა სამქულიანი, 20-დან 9 ორქულიანი და 16-დან 14 საჯარიმო სროლა ჩააგდო. “პორტლენდმა” მიმდინარე სეზონში მე-40 გამარჯვება მოიპოვა და დასავლეთ კონფერენციაში მერვე საპლეიოფო ზონაში იმყოფება.
“სან ანტონიო” საკუთარ დარბაზში “კლიპერსთან” 87:89 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “კლიპერსმა” 30:20 მოიგო. მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა კავაი ლეონარდმა ჩააგდო. “კლიპერსმა” 17 ქულით და ამდენივე მოხსნით დეანდრე ჯორდანი გამოირჩა. ორივე კლუბს პლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვთ.
“ბრუკლინი” – “ჩიკაგო” 107:106 (32:25, 19:20, 24:37, 32:24)
https://www.youtube.com/watch?v=YB8FYZouDaM
“შარლოტი” – “ბოსტონი” 114:121 (28:32, 26:39, 32:21, 28:29)
https://www.youtube.com/watch?v=AU7HPQ3Z5Do
“ორლანდო” – “ინდიანა” 112:127 (38:39, 21:29, 23:31, 30:28)
https://www.youtube.com/watch?v=6X98gxGqAlc
“ფილადელფია” – “მილოუკი” 82:90 (21:23, 27:19, 12:25, 22:23)
https://www.youtube.com/watch?v=xRCCddXwjoU
“ვაშინგტონი” – “მაიამი” 103:106 (29:28, 23:24, 22:26, 29:28)
https://www.youtube.com/watch?v=RcW91wXa2jw
“სან ანტონიო” – “კლიპერსი” 87:98 (23:22, 20:30, 27:30, 17:16)
https://www.youtube.com/watch?v=uXTxkAzerH4
“პორტლენდი” – “იუტა” 101:86 (34:20, 14:22, 29:18, 24:26)
https://www.youtube.com/watch?v=bWqgPOBLbas
“გოლდენ სტეიტი” – “ნიუ ორლეანი” 123:101 (23:17, 31:29, 39:22, 30:33)
https://www.youtube.com/watch?v=T_94yQYlGO8