კალათბურთი

13:30 | 9.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 15 ქულა და მარცხი "ტაიფუნთან"

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა დუდა სანაძემ სლოვენიის ჩემპიონატის ფლეი-აუტის მეხუთე ტურში "ტაიფუნთან" მატჩში 15 ქულა მიითვალა, ქართველის გუნდი "პრიმორსკა" კი 64:87 დამარცხდა. დუდამ მოედანზე 26:45 წუთი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში 9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. სლოვენიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში სანაძე კვლავ პირველ ადგილზეა (25 მატჩი, 433 ქულა, საშ. 17,32ქ).

"პრიმორსკა" ფლეი-აუტის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე 29 ქულით იმყოფება. მომდევნო მატჩს ქართველი ლეგიონერის გუნდი შინ "კასტინგსთან" 15 აპრილს გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116279