ფეხბურთი

18:30 | 7.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” კომანის გადაბირებას შეეცდება

ლონდონის “არსენალი” “იუვენტუსის” 20 წლის ფრანგი შემტევით, კინგსლი კომანით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბი კომანის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება.

20 წლის ფეხბურთელი “იუვენტუსს” 2015 წლიდან “ბაიერნში” ჰყავს განათხოვრებული. კომანმა “რეკორდმაისტერის” მაისურით 38 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. შემტევი 2015 წლიდან საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრია, სადაც 11 შეხვედრაში ერთი გოლის გატანა მოახერხა.

0.115717