WTA-ს მარტის საუკეთესო მოთამაშედ რუსი ელენა ვესნინა აღიარეს. ვესნინამ მარტში ინდიან უელსის მასტერსი მოიგო.
თვის საუკეთესო ჩოგბურთელის წოდებისთვის მოწყობილ გამოკითხვაში ელენა ვესნინამ ხმათა 40% მიიღო. მეორე ადგილი მაიამის მასტერსის გამრჯვებულმა იოჰანა კონტამ (24%) დაიკავა. მომდევნო ადგილებზე გავიდნენ: კროლინა ვოზნიაცკი - 18%, ვინუს უილიამსი - 14%, კაროლონი პლიშკოვა - 4%.
შეგახსენებთ, რომ იანვრის საუკეთესო ჩოგბურთელი სერენა უილიამსი გახდა, ხოლო თებერვლის - უკრაინელი ელინა სვიტოლინა.