კალათბურთი

22:35 | 5.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პატრიკ იუინგი “ჯორჯთაუნს” გაწვრთნის

“ნიუ იორკ ნიქსის” ლეგენდარულმა ცენტრმა პატრიკ იუინგმა კოლეჯის გუნდი “ჯორჯთაუნი” ჩაიბარა, აღნიშნულ ინფორმაციას კოლეჯის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ეს ის “ჯორჯთაუნია”, სადაც 1981-1985 წლებში იუინგი ასპარეზობდა. პატრიკი 1985 წლიდან 2000 წლამდე “ნიუ იოკში” თამაშობდა. ნბა-ში ცენტრმა 24 815 ქულა, 11 617 მოხსნა და 2894 ბლოკ-შოტი მოაგროვა.

სამწვრთნელო კარიერა პატრიკმა 2002 წელს “ვაშინგტონში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო და შემდეგ სამი კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ: “ჰისუტონი”, “ორლანდო”, “შარლოტი”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112756