“მანჩესტერ იუნაიტედის” 35 წლის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა BT Sport-თან განაცხადა, რომ მას კარიერის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მისი გუნდი მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას. შვედის თქმით, თუ პირველ ადგილზე ვერ გავიდნენ, ეს უკვე დამარცხებაა.
“მანჩესტერში" დროის დასაკარგად არ გადავსულვარ - ჩემი კარიერაში წინ აღარაა 10 წელი, არამედ მაქსიმუმ სამი წელი – ბოლოს არ მახსოვს მეორე ადგილზე როდის გავედი, აქ კი გასამარჯვებლად და გუნდის დასახმარებლად ჩამოვედი, მაგრამ... თუ ჩვენ არ შეგვიძლია მოვიგოთ, მაშინ ცხადია რაღაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც საჭიროა. ეს არის მარცხი – თუ ჩვენ პირველ ადგილზე არ ვართ, ეს უკვე დამარცხებაა. თუმცა, ჯერ კიდევ ვიბრძვით ყველა ტურნირზე და არაფერს დავთმობთ”, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვვიჩი “წითელ ეშმაკებში” 2016-2017 წლების სეზონში გადავიდა და დღემდე 42 მატჩში – 27 გოლი დაუგროვდა.