ფეხბურთი

23:15 | 4.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვარანი მოედანს მაისში დაუბრუნდება

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" მცველი რაფელ ვარანი მიმდინარე თვეში ვერ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია marca-მ გაავრცელა. 23 წლის ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

აპრილში ვარანი 8 მატჩს გამოტოვებს, აქედან ორ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ ვერ ჩაატარებს და ასევე "რეალს" ვერც "ბარსელონასთან" დაპირისპირებაში დაეხმარება. მიმდინარე სეზონში რაფაელმა 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.111207