ფეხბურთი

16:48 | 4.04.2017 | ნანახია 1435 - ჯერ

რაჯა ნაინგოლანი: “ტოტი ფეხბურთის ფედერერია”

იტალიური “რომას” ნახევარმცველმა რაჯა ნაინგოლანმა “ჯალოროსის” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი როჯერ ფედერერს შეადარა. ბელგიელმა გამოცემა Supertennis-თან ინტერვიუში თქვა, რომ ტოტი ფეხბურთის ფედერერია.

“ტოტი? –იგი ფეხბურთის როჯერ ფედერერია. რაც შეეხება საუკეთესო ფეხბურთელს, დღესდღეობით ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები არიან: ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარი და ედენ აზარი”, - თქვა ნაინგოლანმა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ბელგიელი “რომაში” 2013-2014 წლების სეზონში გადავიდა “კალიარიდან”. დედაქალაქელთა მაისურით დღემდე 157 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:45 | 04.04.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

კი ნამდვილად გავს ფედერერი ტოტის, თან ყველაფერში...
განსაკუთრებით ლამაზი ცოლის არჩევაში დაემსგავსა DDDDDDDDD

17:11 | 04.04.2017
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

ტოტი უფრო დელ პოტრო

0.118349